მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ დაიჯეროთ უსინდისოების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან - ჯაფარიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„არ დაიჯეროთ ბიძინას უსინდისო ნაბიჭვრების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

„ამ კანონს აქვს ორი მიზანი, ერთი მოკლევადიანი, მეორე გრძელვადიანი.

მოკლევადიანი მიზანია ბიძინამ მოსინჯოს, მოახერხებს თუ არა აღვირი ამოსდოს სამოქალაქო სექტორს, რითაც კიდევ ერთხელ გააწნის სილას დასავლეთს და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხს.

გრძელვადიანი მიზანია სამოქალაქო სექტორის, როგორც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე აქტორის, ნეიტრალიზაცია.

ტაქსების რეფორმასავითაა - ჯერ აიძულეს რეგისტრაცია, მერე გადაღებეს (და არა მხოლოდ) ასე მოხდა რუსეთში, ასე აპირებენ აქაც. ამიტომ, არ დაიჯეროთ ბიძინას უსინდისო ნაბიჭვრების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან, თავიდან იქაც მხოლოდ სავალდებულო რეგისტრაცია იყო. აქვე - „ვაიმე, აბა არ უნდა ვიცოდეთ ვინ საიდან ფინანსდება?“ ხალხი ხართ *ლეები და ნუ შეგროვდებით ამ სტატუსის ქვემოთ“, - წერს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი.

ცნობისთვის, 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“ - გახარია „ოცნებაში“ დარჩენილებს

👉 ქვეყნის ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის - გახარია

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი - კრამერი რუსულ კანონპროექტზე