მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შიში აქვთ, რომ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, ცდილობენ დანაშაული აიცილონ“ - გიული ალასანია

გიული ალასანია

„შიში აქვთ, რომ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, ცდილობენ დანაშაული აიცილონ“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. 

ალასანიას თქმით, კლინიკაში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლოა, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო დამძიმდეს.

მისივე ცნობით, ყველანაირად ცდილობენ, რომ კლინიკას პასუხისმგებლობა აარიდონ. 

„შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, არის ამის მონაცემები, ამის პროგნოზები გაკეთდა ადრე ძალიან ცნობილი ექიმებისგან.

კლინიკის დანაშაული რომ აიცილონ, ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს რაღაც სხვა ახსნა მოუძებნონ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“ - გახარია „ოცნებაში“ დარჩენილებს

👉„ნაცმოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში ჩემს თავში ვერც მედიატორის რესურსი დავინახე“ - გოცირიძე

👉 ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს, სად მოსულა - ანი წითლიძე

👉 არ დაიჯეროთ უსინდისოების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან - ჯაფარიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

👉 ზოგჯერ, მედიით მიღებული ინფორმაცია ხდება მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე