მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“ - გახარია „ოცნებაში“ დარჩენილებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი

„მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს,  თქვენ უნდა გაიაზროთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს  ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

👉 ქვეყნის ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის - გახარია

გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველას პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში, ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე  გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ, გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ.

თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს  ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, - აცხადებს გიორგი გახარია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, წონაში კლება აღენიშნება, დასუსტებულია - გიორგი ბურჯანაძე

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 „სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო“ - თენგიზ წულაძე

👉 დაუშვით საერთაშორისო ექიმების ჯგუფი და ისინი იტყვიან იტყუება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი ცუდად არის - მარკ ფეიგინი ხელისუფლებას