მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორუმპირებულები მოიკითხონ თავისკენ“ - გიული ალასანია კობახიძეს

სააკაშვილის დედა

„კორუმპირებულები მოიკითხონ თავისკენ, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ“, - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებული უწოდა.

👉 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე, აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი

გიული ალასანიამ კობახიძის განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და ყველამ იცის მისი საქმიანობის შესახებ. 

„კორუმპირებულები თვითონ მოიკითხონ თავისკენ. საკმარისი ასაკი მაქვს და ბევრი ნაცნობი მყავს. ბევრი ადამიანი მიცნობს და იციან ჩემი საქმიანობა მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველამ იცის, მე როგორ შეიძლება ვიყო კორუმპირებული, რომელი ნიშნით, ძალიან მაინტერესებს, მთელი ცხოვრება შრომაში ვარ.

საიდან, რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი, ძალიან მაინტერესებს, ერთი დამისაბუთონ, დამისაბუთონ აბა საბუთებით, საიდან რა მაქვს მოხვეჭილი, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ“, - აცხადებს გიული ალასანია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“ - გახარია „ოცნებაში“ დარჩენილებს

👉„ნაცმოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში ჩემს თავში ვერც მედიატორის რესურსი დავინახე“ - გოცირიძე

👉 ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს, სად მოსულა - ანი წითლიძე

👉 არ დაიჯეროთ უსინდისოების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან - ჯაფარიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

👉 ზოგჯერ, მედიით მიღებული ინფორმაცია ხდება მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე