მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას

პოლიტიკოსი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ მმართველ გუნდს მიმართა და თქვა, რომ მათ საქართველოს ისტორია დიდი მათრახით ელოდება. 

როგორც სანიკიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, მმართველი ძალა უპრინციპო აღმოჩნდა, რადგან 48 საათის განმავლობაში ჯერ მწვანე ღილაკზე, ხოლო შემდეგ კი წითელზე მოუწიათ ხელის დაჭერა.

„ქართველ ხალხს უნდა ევროპაში ცხოვრება. ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ევროპაში უნდათ ცხოვრება და არა რუსულ ბოსელში. ამიტომ, ამაში ჩვენ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარებიან. დალაგებული ხომ გქონდა ბიძინა ყველაფერი, სანამ ეს ახალგაზრდები არ გამოვიდნენ? ხომ აშანტაჟებდი დასავლეთს, „კი, რაღაცები არ მაქვს კარგად მოწყობილი, მაგრამ სიწყნარე ხომ არის?“ მაგრამ აგიყირავათ ამ ახალგაზრდობამ ყველაფერი თქვენ და რუსებს? ქოცებო... 

რას რისკავთ საერთოდ? ბიძინა როგორ რისკზე მიდიხარ გააზრებული თუ გაქვს? იცით როგორ არის? რისიც გეშინიათ ის დაგემართებათ. არავინ არ გემტერებათ, ყოველ შემთხვევაში მე არ გემტერებით. იმ დღესაც პარლამენტში ხომ გითხარით? გადაგაგდებთ ბიძინა და გამოგახმობინებთ ამ კანონს მეთქი.

48 საათში ჯერ მწვანეს მიაჭირეთ, მერე წითელს, სად არის თქვენი პრინციპულობა? ახლა ამიტომ ხართ აჭრილები. მუშტებზე ის იყურება, ვინც დამნაშავეა და თქვენ ხართ დამნაშავეები. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე თქვენ არ გასწორდებით. თქვენთვის ცუდი ამბები გელოდებათ. ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია. საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ“, - აცხადებს სანიკიძე ტვ „პირველთან“ საუბარში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა

👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“