მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი - კრამერი რუსულ კანონპროექტზე

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე

„ქართული ოცნებიდან“  წასული დეპუტატების კანონპროექტი „უცხოურ აგენტებზე“  სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა განაცხადა. 

კრამერის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას.

„სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი, როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია.

ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა „ქართული ოცნების“ და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული. ეს არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში.

ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პირებზე“, - აცხადებს კრამერი.

ცნობისთვის, 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, წონაში კლება აღენიშნება, დასუსტებულია - გიორგი ბურჯანაძე

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 „სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო“ - თენგიზ წულაძე

👉 დაუშვით საერთაშორისო ექიმების ჯგუფი და ისინი იტყვიან იტყუება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი ცუდად არის - მარკ ფეიგინი ხელისუფლებას