მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ შეიძლება მებრძოლი ჯიშის ძაღლები ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ ქუჩაში, რეგულაციაა საჭირო - ალეკო ელისაშვილი

 პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და ბოლო დროს იმ გახშირებული შემთხვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც პიტბულის ჯიშის ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის ფაქტებს უკავშირდება. 

👉 მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, 16 წლამდე პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არ შეიძლება მებრძოლი ჯიშის ძაღლის ქუჩაში გასეირნება ალიკაპის გარეშე. 

სწორედ ამიტომ, დეპუტატი საჭიროებად მიიჩნევს გარკვეული რეგულაციების შემუშავებას. 

„პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა, მანამდე კიდევ ვარკეთილში დაგლიჯა, ოქროს უბანში დაგლიჯა, არავის გაქეზება არ მინდა, მაგრამ მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა და აქაც სისტემური პრობლემაა. ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი არის საჭირო, რაღაც რეგულაცია არის საჭირო. არ შეიძლება აგრესიული ძაღლები ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ ადამიანებს ქუჩებში. დაჰყავთ სპეციალურად გამოყვანილი, მებრძოლი ჯიშები ქუჩაში.

შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო და რას ჰქვია არ იკბინება? ალიკაპი არ უკეთია და ბავშვი მაგის გამკავებელი არ არის. ამის შედეგებია ის დაგლიჯა, ეს დაგლიჯა... ეს ხდება ჩვენს თვალწინ და რაღაც არის გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ფობიებთან და ძაღლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაგვეზარდოს, მაგრამ შუალედი არის დასარეგულირებელი“, - განაცხადა ელისაშვილმა. 

ამასთან, დეპუტატმა 2009 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მომხდარი უბედური შემთხვევები გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემებია. 

მან თბილისის მერს და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირს ურჩია, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩერონ.

„რამდენიმე მძიმე ამბავი მინდა შეგახსენოთ და მიხვდებით რისი თქმა მინდა თქვენთვის. 2009 წელს დიღომში სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, კარის ძელი, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული, დაეცა 9 წლის ბავშვს და დაიღუპა. 

2009 წელს „რუსთავი 2-ის“ შენობის რემონტის დროს ჩამოინგრა ეს შენობა და 2 ადამიანი მოჰყვა. 2018 წელს ვარკეთილში ჩამოვარდა მეტროს ჭერი, ის ჭერი საერთოდ რა საჭირო იყო არ ვიცი, მაგრამ ჩამოვარდა და ღვთის წყალობით მხოლოდ სამი ადამიანი დაშავდა. 

ზუსტად 1 წელი გავიდა ბათუმის ტრაგედიიდან, სადარბაზო, რომელიც ავარიული იყო, გამოუთხარეს საყრდენი კედელი და დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და ერთ ოჯახში დაიღუპა 4 ადამიანი. ახლა კი ვაკის პარკში მოხდა ეს ამბავი. 

ერთი თავზე ხელაღებული გმირი კაცი რომ არა, სამამდე გაიზრდებოდა დაღუპული ბავშვების ოდენობა. ღვთის წყალობით 2 ბავშვი გადარჩა და 1 ანგელოზი ბავშვი დაიღუპა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ხომ ხედავთ რამხელა სია არის, არა? აქ არის ორი მიზეზი. პირველი - ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც ამ ამბების შემდეგ გადადგა სადმე ან თბილისში ან ბათუმში ამ წლების განმავლობაში. 

ან ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც გამოძიებამ დააკავა. ეს არის ყველას პრობლემა, ეს არის პოლიტიკური პრობლემა, მორალური პრობლემაც და სისტემური პრობლემაც. ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა, რომ ქალაქის მერმა და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირმა, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება. ეს იქნება სწორი. 

ახლა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, სინამდვილეში აქ არის სისტემური პრობლემა. როგორ და რის საფუძველზე ტარდება ტენდერები? რა კომპანიები მონაწილეობენ ამ ტენდერებში? როგორ შეიძლება წლიდან წლამდე ვლაპარაკობდეთ ამაზე?“, - აცხადებს ელისაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, 16 წლამდე პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

✔️ ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

✔️ რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

✔️ ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონი

✔️ ამერიკაში ქართველი ქალი გარდაცვლილი გერის პიტბულმა დაგლიჯა და მოკლა

✔️ რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა