მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს - რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონზე

„გირჩის“ წევრი

პარტია „გირჩის“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მავნებლობას უწოდებს და მას აკრიტიკებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი აღნიშნულ კანონს მხარს არ დაუჭერს.

„ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფი ადამიანი ამ კანონს დაუჭერს მხარს. მით უმეტეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად უკან დაიხია და ვენეციის კომისიაში გაგზავნა გარკვეული ნაბიჯი იყო. 

პრეზიდენტის ვეტო თეორიულად შეიძლება დაძლეული იყოს, მაგრამ ის, რომ ეს წინასწარ არის გაცხადებული, კიდევ დამატებით მიუთითებს, რომ ამდენი ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები რაღაცაზე რომ თანხმდებიან, ქართულ ოცნებას მოუწევს რომ ეს გაითვალისწინოს“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - ბრეგაძე

🔹 დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 სამართალი პასუხს გასცემს მათ, ვინც ამბობს, ომის დაწყების საკითხები გადასახედია - ლევან ხაბეიშვილი

🔹 ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა - ალექსანდრე კობაიძე