მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა - ალექსანდრე კობაიძე

არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა - ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ  მას ესებუამ ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ ეს გააკეთებინეს და მისი სურვილი არ იყო აცილება.

„როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს“, - აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძეზე უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - ბრეგაძე

🔹 დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 სამართალი პასუხს გასცემს მათ, ვინც ამბობს, ომის დაწყების საკითხები გადასახედია - ლევან ხაბეიშვილი

🔹 ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად - გვარამია