მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება და ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილთან ამერიკელ ექიმს ჯეიმს კობსს არ შეუშვებენ, მათ ადეკვატური რეაგირება ექნებათ.

მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, მალე დაიჭერს ორ აგურს.

ამასთან, მელია ამბობს, რომ  ხელისუფლება სააკაშვილის რეალური მდგომარეობის დამალვას ცდილობს.

„ოლიგარქი მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს. ერთის მხრივ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს.

როდესაც ადამიანურ, ჰუმანიტარულ ზღვარს გადადიხარ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტს, ნობელიანტს, რომელმაც იმგზავრა, რომ პაციენტი მოენახულებინა და ჯანდაცვის მინისტრი შენ დავალებას ასრულებს, არ უშვებს, რათა ის დასკვნა არ დადოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ უარყოფს, მის ობიექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანს, გადაწყვიტა მარტივი გამოსავალი ნახოს და არ შეუშვას პაციენტთან.

მათ მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება ამ უმსგავსობაზე. ეს ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ“, - აღნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

✔️ მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს ამერიკელი ექიმის შეყვანა კლინიკაში - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიმდინარეობს წონის კლება, ჯანმრთელობა არ უმჯობესდება - გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი