მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შანსი აქვს და სპეციალურად იღებენ ამ კანონს, ცდილობენ ეს პროცესი ააფეთქონ“ - გახარია

პოლიტიკოსი

„ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შანსი აქვს და სპეციალურად იღებენ ამ კანონს, ცდილობენ ეს პროცესი ააფეთქონ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს. 

ამასთან, გახარია ამბობს, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუს იმსახურებს. 

„მივმართე წევრ სახელმწიფოებს თხოვნით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ  ყველაფრის გაკეთება კიდევ შეგვიძლია იმისთვის, რომ  ეს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ელჩებთან შეხვედრები გაგრძელდება. 

გვაქვს კავშირები და ყველას ვუხსნით, რომ მიუხედავ იმისა, დღეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერშიპი საერთოდ სხვაგან არის, ქართველი ხალხის არის ბევრად უფრო პროევროპული და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ  კანონპროექტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანს ვიღაცები (სახელს არ ასახელებს აყენებს) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ამ კანონპროექტზე დღეს ყველა საუბრობს. ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა რა არის იცით? როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. არ ვიცი ამას სხვა რა უნდა დავარქვათ, ამას ახსნა არ აქვს. 

წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა ახლა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - დასძენს გიორგი გახარია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება - Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე

🔹 დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს - რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა - ალექსანდრე კობაიძე