მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტმა იურიდიულად რა არგუმენტიც მოიყვანა, ბლეფის და ფარსის გათამაშებაა - ბასილაია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ადვოკატი

„პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა იმის მიზეზით რომ თითქოსდა არ შეიძლება შეწყალება ეფექტური იყოს, იმიტომ რომ სხვა საქმეებზე შეუფარდებენ აღკვეთის ღონისძიებას, ეს არის არაჰუმანური განცხადების ნაწილი“, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი ბექა ბასილაია ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.

ბექა ბასილაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაცვლად იმისა რომ თანაგრძნობას გამოხატავდეს, პოლიტიკურად დევნილი მესამე პრეზიდენტის მიმართ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავს ესხმის. 

„პრეზიდენტმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ თუ სააკაშვილი გათავისუფლდება ეს ერთგვარი საფრთხეაო. ნაცვლად იმისა რომ თანაგრძნობას გამოხატავდეს, პოლიტიკურად დევნილი მესამე პრეზიდენტის მიმართ დღეს მოქმედი პრეზიდენტი, პირდაპირ თავს ესხმის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. პრეზიდენტმა იურიდიულად რა არგუმენტიც მოიყვანა, ეს არის ბლეფის და ფარსის გათამაშება. 

სამართლებრივი თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ ორ საქმეზე შეწყალების შემთხვევაში დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში გაჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდეგ შებრუნებას დამატებითი პროცედურა სჭირდება, რომელიც არ არის ორ და სამ საათიანი. 

საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის შემთხვევაში სამართლებრივი დაბრკოლება არ იქნება. ეგრე არ ხდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა იმის მომიზეზებით რომ თითქოსდა არ შეიძლება შეწყალება ეფექტური იყოს, იმიტომ რომ სხვა საქმეებზე შეუფარდებენ აღკვეთის ღონისძიებას, ეს არის არაჰუმანური განცხადების ნაწილი“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს შეწყალების აქტმა პირი, რომლის მიმართ განაჩენი გამოტანილი არ არის, ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არასოდეს ყოფილა. 

„საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არის დანერგილი და მსგავსი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იურიდიულ წრეებში დისკუსია არსებობს რომ პრეზიდენტს შეუძლია ბრალდებული პირიც შეიწყალოს იმგვარად რომ შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ასეთი პრაქტიკა არ არის, მაგრამ ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, - დასძინა ადვოკატმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კობა ნაყოფიამ ენმ-ს ახლად არჩეული პოლიტსაბჭო დატოვა

👉 ყველაფერი კატასტროფულადაა დაგვიანებული - გიორგი ჩალაძე „ნაცმოძრაობის“ გეგმაზე

👉 გათავისუფლდება თუ არა სააკაშვილი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა შეიწყალა - იურისტის განმარტება

👉  სრულიად მიუღებელია - სოფო ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილის გეგმაზე

👉 „ბრძოლა უკომპრომისო იქნება“ - ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

👉 შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

👉  მერაბიშვილი მთელ პროცესში მონაწილეობდა, პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია - ელენე ხოშტარია

👉 საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგა, სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა - გვარამია

👉 ხაბეიშვილი დასავლური გაგებით უცხო სხეულია, იგივე ოპერიდან არის, რაც „ქოცები“ არიან - ხუხაშვილი