მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება იქნება, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ - გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე განაცხადა, რომ პროტესტი ყველა ორბიტაზე გამწვავდება. 

ხარჩილავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება მოხდა, რათა ყველა დემოკრატიული მეთოდით, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან გამოიყვანონ. 

ამასთან, ხარჩილავა 6 თებერვალს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ტყვეობაში დარჩა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. 

„ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საერთო გეგმა შემუშავდეს. ეს არის, მხოლოდ პირველი ეტაპი. პროტესტი გამწვავდება ყველა ორბიტაზე. სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება იქნება და ყველა დემოკრატიული მეთოდით, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ“, - აცხადებს ხარჩილავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ივანიშვილი ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა - გიორგი მუმლაძე

👉 საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით - ნიკა მელია

👉 „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება“ - სამადაშვილი

👉 თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს - გია ხუხაშვილი