მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის დაპატიმრება“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

სააკაშვილის თქმით, იგი 13 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გამოცხადდება და თავის სათქმელს იტყვის. 

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ“, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. „მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის“ და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია