მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაუშვით საერთაშორისო ექიმების ჯგუფი და ისინი იტყვიან იტყუება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი ცუდად არის - მარკ ფეიგინი ხელისუფლებას

რუსი უფლებადამცველი

„საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტები, ექიმები და ტოქსიკოლოგები უნდა შეუშვას, რის შედეგად სიმართლე გაირკვევა“, - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა და წამყვანმა მარკ ფეიგინმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ პარტნიორებს არ მოუსმინა. 

ფეიგინის განცხადებით, მთავრობა მზად არის უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი სამკურნალოდ არ გადაიყვანონ. 

ამასთან, ფეიგინი აცხადებს, რომ სააკაშვილის  გადასარჩენად 20 თებერვალს დასავლეთს მიმართავენ. 

„20 თებერვალს გასამართი აქცია სააკაშვილის მხარდამჭერი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს. 4 იანვარს ჩატარებული აქციების შემდეგ, პოლიტიკოსები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ხვალინდელი აქციის მიზანია, უფრო ფართოდ გაიგონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, დასავლელი ლიდერები საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ. ზუსტად ისე, როგორც ეს პოლონეთის პრემიერმა თქვა.

საქართველოს მთავრობამ პარტნიორებს არ მოუსმინა. არც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც შეეძლო საჭირო ნაბიჯები გადაედგა. დღეს არსებული ვითარება ან საქართველოს მთავრობის სიჯიუტის, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია. შესაძლებელია „ქართული ოცნების“ მთავრობა იმდენად დამოუკიდებელი არ არის, რომ მსგავსი საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს.

როგორც ვხედავთ, მთავრობა მზად არის უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი სამკურნალოდ არ გადაიყვანონ. 4 იანვარს ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ, 20-ში კი დასავლეთს მივმართავთ. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რეზოლუციაც კი მიიღო, მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტები, ექიმები და ტოქსიკოლოგები უნდა შეუშვას, რის შედეგად სიმართლე გაირკვევა. მანიპულირებს თუ არა სააკაშვილი?! სრული სიცრუეა. ადამიანი ცუდად არის. საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

დაუშვით საერთაშორისო ექიმების ჯგუფი და ისინი იტყვიან იტყუება თუ არა მიხეილ სააკაშვილი. რატომ არ აკეთებს ამას საქართველოს მთავრობა, რატომ ორჭოფობენ? „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი მანიპულირებს და რომ ჰგონიათ მათ ვინმე დაუჯერებს. დღეს საზოგადოებას სააკაშვილის უფრო სჯერა, ვიდრე მთავრობის“, - აცხადებს მარკ ფეიგინი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, წონაში კლება აღენიშნება, დასუსტებულია - გიორგი ბურჯანაძე

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 „სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო“ - თენგიზ წულაძე

👉 „შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და მარტო თვალის პაჭუნზე ვინ მოგიყვანს!“ - თაკო ჩარკვიანი გახარიაზე