COVID-19

საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

ომიკრონი
1643632983
დაკოპირებულია

კორონავირუსის შტამი ომიკრონი დაახლოებით, ორი თვის წინ გაჩნდა. ის პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. შემდეგ ეს შტამი მალევე გავრცელდა მსოფლიოში და ეს ბევრად უფრო მალე მოხდა, ვიდრე სხვა შტამების შემთხვევაში. ახლა მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ სად და როგორ გაჩნდა ომიკრონი? სტატიას nature.com ავრცელებს. 

ომიკრონი 120-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.  ამასთანავე არ არსებობს არანაირი პირდაპირი კავშირი ამ შტამს და კორონავირუსის წინა შტამებს შორის. ომიკრონს რამდენიმე უჩვეულო მუტაცია აქვს, რომელთა ჩამოყალიბების გაკონტროლება მეცნიერებმა ვერ შეძლეს. ომიკრონი იმდენად განსხვავდება მისი წინა ვარიანტებისგან, როგორებიცაა ალფა და დელტა, რომ შეიძლება ითქვას, ის „არსაიდან გაჩნდა“. 

📣 რა არის ომიკრონის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

ომიკრონის წარმოშობის ისტორიის დადგენას მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობა არა აქვს. ამის დახმარებით მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ თუ რამდენად მაღალია ახალი შტამების გაჩენის რისკი და მისი მინიმიზაციისთვის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.

„როდესაც ვირუსის ან მისი შტამის წარმოშობა არ იცით, ძალზე რთულია რისკის შემცირება“, - ამბობს კანადის ინფექციური დაავადებების უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ანჟელა რასმუსენი. 

ჯანმოს ახალი პათოგენების შემსწავლელი ჯგუფი (SAGO) იანვარში შეიკრიბა და ის ომიკრონის წარმოშობას სწავლობს. საბოლოო დასკვნას ჯგუფი თებერვალში გაავრცელებს, მაგრამ ამჟამად ცნობილია, რომ  მეცნიერები სამ ძირითად თეორიას სწავლობენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ომიკრონი ადამიანში გაჩნდა, რომელიც კორონავირუსით დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფიცირებული. არსებობს, ასევე, მოსაზრება, რომ ის ცხოველებში გაჩნდა როგორიცაა თაგვები და ვირთხები.

„გიჟური გენომი“

მეცნიერები თანხმდებიან, რომ  ომიკრონი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ის პირველად სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. სეკვენირების შედეგად დადგინდა, რომ ომიკრონი ინგლისში, სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიაში და აშშ-ში ნოემბრის დასაწყისში უკვე არსებობდა. შესაბამისად ის სექტემბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა. 

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონი, სავარაუდოდ, გაუტენგის პროვინციაში გავრცელდა, რომელიც იოჰანესბურგსა და პრეტორიას შორის მდებარეობს.

„იოჰანესბურგში აფრიკის უდიდესი აეროპორტი მდებარეობს. შესაბამისად ეს ვარიანტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაჩენილიყო - უბრალოდ ის სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, სადაც ვირუსის კონტროლი საკმაოდ მაღალ დონეზეა“, - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსი ტულიო დე ოლივეირა. 

ომიკრონს სხვა შტამებისგან განსხვავებით მუტაციათა უამრავი რაოდენობა აქვს. საუბარია 5-ზე მეტ მუტაციაზე. 30 მუტაცია სპაიკ-ცილებში ამინომჟავების შემცველობას ცვლის. ამ ცილით კორონავირუსი ორგანიზმის უჯრედებს უკავშირდება. წინა შტამების სპაიკ-ცილებს 10 ასეთი მუტაცია ჰქონდათ.

ომიკრონი წინა შტამებთან შედარებით ცილა-რეცეპტორს ACE2-ს უფრო მარტივად უკავშირდება. ასევე, ის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს უფრო მარტივად გაურბის. ეს ანტისხეულების ვაქცინაციის ან წინა შტამების გადატანის შემდეგ არის გამომუშავებული.

ომიკრონის ათზე მეტი მუტაცია ძალზე იშვიათია. ზოგიერთი მეცნიერებს ადრე საერთოდ არ შეხვედრია. ზოგიერთი მუტაცია გაჩენიდან მალევე გაქრა, რადგანაც ვირუსი მათი მეშვეობით დიდხანს ვერ არსებობდა.

📣 „ომიკრონი“ საშიშია იმიტომ, რომ კოვიდმა დაიწყო ინტერგენომური თამაშები და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული

ომიკრონის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურებაა, რომ მას სამი სხვადასხვა გენომური ქვესახეობა გააჩნია. ისინი, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ და იგივე დროს გაჩნდა. ანუ ომიკრონმა მოდიფიცირება მანამდე განიცადა, ვიდრე მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს. სან-დიეგოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯოელ ვერტჰეიმი ამბობს, რომ ომიკრონის წარმოშობის თეორიაზე საუბრისას მისი ეს თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული. 

👉 1-ლი თეორია: ჩუმი გავრცელება

ერთე-ერთი ვერსიით, ეს შტამი ვირუსის ეტაპობრივი ევოლუციის შედეგად გაჩნდა. SARS-CoV-2 ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პროცესში რეპლიკაციას (ცვლილებას) განიცდის და მისი გენების თანმიმდევრობაში ცვლილება ხდება. ზოგიერთი მათგანი შენარჩუნებულია. 

კალიფორნიის ინფექციური დაავადებების ექსპერტის კრისტიან ანდერსენის ინფორმაციით, ვირუსები გარკვეულ სიტუაციაში იმაზე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ამას ხელს უწყობს ხელსაყრელი გარემო პირობები.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით შეუძლებელია იმდენი ცვლილება, რაც ომიკრონის შემთხვევაში მოხდა.

„წელიწად-ნახევარი - აშკარად მცირე პერიოდია იმისთვის, რომ ამდენი მუტაცია გაჩენილიყო“, - ამბობს რასმუსენი. 

სხვა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამდენი მუტაციისთვის საკმარისი დრო გავიდა. მუტაციები შეიძლებოდა მსოფლიოს იმ ადგილას გაჩენილიყო, სადაც ტესტირება ნაკლებად ტარდება. ომიკრონი სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც ვაქცინაციის გზით დელტასთან და სხვა ვარიანტებთან ეფექტიანი ბრძოლა გახდა შესაძლებელი. ომიკრონის შემთხვევაში არც ვაქცინაცია, არც კორონავირუსის გადატანით შექმნილი იმუნიტეტი არ მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ბაზაში SARS-CoV-2-ის გენეტიკური თანმიმდევრობის 7,5 მლნ ვარიანტი არსებობს, ამ ბაზაში აფრიკის ქვეყნებში არსებული ყველა გენომის 1% ან კიდევ ნაკლებია შეტანილი.

კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დარენ მარტინი არ გამორიცხავს, რომ ომიკრონი თითოეული ქვესახეობა სამხრეთ აფრიკაში სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვდა, სადაც სეკვენირების შეზღუდული შესაძლებლობა არსებობდა.

დე ოლივეირა ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომიკრონი ადამიანიდან ადამიანზე ფარულად გადაცემის შედეგად გაჩნდა. ამ მკვლევარის თქმით, ამ შემთხვევაში ომიკრონის ევოლუციის წინა, საშუამავლო შტამები უნდა არსებობდეს. 

ანდერსონის თქმით, ომიკრონის ზოგიერთი მუტაცია ადრე საერთოდ არ დაფიქსირებულა, დიდი ალბათობაა, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დროს მომხდარი მუტაციების შედეგად არ გაჩნდა. როგორც ვირუსული ევოლუციის გენეტიკოსი ჯესი ბლუმი ამბობს, ვირუსი ევოლუციის მხრივ ჯერ კიდევ ვითარდება.

👉 მე-2 თეორია: ქრონიკული ინფექცია

ვირუსის ევოლუციისთვის ალტერნატიული ინკუბატორია ქრონიკული ინფექციის მქონე ადამიანი. ამ ორგანიზმში ვირუსს შეუძლია რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გამრავლდეს, როს შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა მუტაცია, რათა მან ადამიანის იმუნურ სისტემას გვერდი აუაროს. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ქრონიკული ინფექციის მქონე ორგანიზმში ვირუსი იმუნურ სისტემას „კატათაგვობანას ეთამაშება“.

ასეთი ქრონიკული ინფექციები სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს დაუფიქსირდათ. ისინი  SARS-CoV-2-ს ძალზე ძნელად იშორებენ. ცნობილია მაგალითი, როდესაც 45 წლის კაცს კორონავირუსი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში სპაიკ-ცილაში ამინომჟავის ათზე  მეტი ცვლილება მოხდა.

„იმისთვის, რომ ვირუსი ორგანიზმში დარჩეს, მან ცვლილება უნდა განიცადოს“, - ამბობს სტოკჰოლმის ინსტიტუტის ვირუსოლოგი ბენ მიურელი.

ომიკრონის მრავალი მუტაცია სპაიკ-ცილაში არსებობს, რადგანაც ანტისხეულები მას მარტივად ანადგურებს და ვირუსი სწორედ ამ ადგილას სახეს იცვლის.

ამასთანავე მკვლევარები ამბობენ, რომ აქამდე შესწავლილ არცერთ ვირუსს იმდენი მუტაცია არ ჰქონია, როგორც ომიკრონს.

რასმუსენი ამბობს, რომ ამისთვის ადამიანი კორონავისუსით ძალზე დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყოს ინფიცირებული, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

იმის დადგენას, თუ საიდან წარმოიქმნა ომიკრონი, კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ამ შტამის რამდენიმე მუტაცია ხშირად ერთად მოქმედებს, რის შედეგად ის უფრო გადამდები ხდება.

ამ ეფექტის შესაქმნელად კი ვირუსს კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის შექმნაში ქრონიკული ინფექციის მქონე რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ანდა ის იყო ერთ ორგანიზმში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ადამიანს გადაედო და ამ კლასტერში გარკვეული დრო გაატარა.

ამ თეორიის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აღმოჩენა, რომლებსაც ომიკრონის წარმოქმნა შეუძლიათ, პრაქტიკულად გამორიცხულია.

👉 მე-3 თეორია: თაგვი ან ვირთხა

ომიკრონი, შესაძლოა, ადამიანში არ წარმოიქმნა. SARS-CoV-2 ხომ ადამიანების გარდა ცხოველებში არსებობს, ესენია ლეოპარდები, ჰიენები, ჰიპოპოტამები, ასევე, წაულები და ზაზუნები. კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის შტამი ომიკრონი შეიძლება სხვა ცხოველებშიც გავრცელდეს, როგორიცაა ქათმები, ინდაურები და თაგვები.

კვლევებმა აჩვენა, რომ მუტაციათა კომბინაციის წყალობით (N501Y-Q498R) მას ვირთხის ორგანიზმში შეღწევა შეუძლია. თანაც იმ ომიკრონს, რომელიც მღრღნელებში დაფიქსირდა, სხვა მუტაციებიც გააჩნია.

ომიკრონში დაფიქსირებული ერთნუკლეოიდური ცვლილება იმის მსგავსია, რა ევოლუაციასაც კორონავირუსი თაგვის ორგანიზმში განიცდის.

შესაბამისად, ამ ვერსიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ SARS-CoV-2 შეიძლება მუტაციები გაუჩნდა, რის შედეგად მან ვირთხის ორგანიზმში შეაღწია, შესაძლოა კანალიზაციის გზით, ხოლო შემდეგ ამ ცხოველებში ევოლუცია განიცადა. მოგვიანებით ომიკრონით ინფიცირებულმა ვირთხამ რაღაცა გზით კორონავირუსი ადამიანს გადასდო. ომიკრონის სამი ქვესახეობა კი იმის მაჩვენებელია, რომ მისი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე სამ სხვადასხვა შემთხვევაში, დამოუკიდებლად მოხდა.

ცხოველების ორგანიზმში კორონავირუსი უფრო დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. ამიტომ მას შეუძლია ვირუსების ისეთი პოპულაცია შექმნას, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი.

პროფესორ ანდერსონის აზრით, ცხოველებში ომიკრონის გავრცელებით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ არ დაფიქსირებულა ადრე ეს მუტაციები ადამიანის ორგანიზმში.

ამ თეორიის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნიათ, რომ ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, ხოლო სამჯერ ასეთი რამე სრულიად გამორიცხულია. ის ფაქტი, რომ მღრღნელებში აღმოჩენილია მუტაციები, რომელთა შესახებ ადამიანის ორგანიზმში არაფერი იყო ცნობილი, არ ნიშნავს, რომ ის ადამიანებს შორის არ დაფიქსირებულა, უბრალოდ ისინი მეცნიერებს გამორჩათ.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ახლა, როდესაც ომიკრონი ასე გავრცელდა და ძირითადი შტამი გახდა, მისი წარმომავლობის დადგენა უფრო ადვილი გახდება.  ჯერჯერობით კი მეცნიერები შორს არიან ომიკრონის წარმოშობის დადგენიდან და კიდევ უფრო შორს იმის პროგნოზირებიდან, თუ როგორი იქნება მომდევნო შტამი და როდის გაჩნდება ის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ“ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

„ომიკრონის“ დადგენა პისიარ ტესტირებითაც გართულებულია“ - მაია ზალდასტანიშვილი

⭕ ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

„აღმოჩნდა, რომ სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ მანეიტრალებელ ანტისხეულებს სერიოზულად გამოიმუშავებს“ - ამირან გამყრელიძე