მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

სამხედროები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. 

მათივე ცნობით, რუსეთი, ასევე, ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად.

„არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს.

ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკა.

პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გადაიტანოს რამდენიმე NASAMS ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში - Politico

👉 რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რადგან ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW

👉 ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე - ოლაფ შოლცი

👉 ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი