მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გადაიტანოს რამდენიმე NASAMS ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში - Politico

არტირელია

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გადაიტანოს რამდენიმე NASAMS ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

როგორც NASAMS სისტემების მწარმოებელმა Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა Politico-ს განუცხადა, ისინი აპირებენ კომპლექსების მიწოდებას მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში.

ამასთან, 24 თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებს მოუწევს ახლო აღმოსავლეთის რეზერვების შევსება ახალი დანადგარებით.

„ახლო აღმოსავლეთში არის NASAMS განლაგებული, ნატოს ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე და ჩვენ რეალურად ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან, რათა გადაიტანოს რამდენიმე NASAMS ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში“, - აღნიშნა ჰეისმა.

მისი თქმით, სისტემების გადატანას ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე აშშ-დან. მან დაამატა, რომ NASAMS-ის შექმნას დაახლოებით 2 წელი სჭირდება.

ამავდროულად, ამ სისტემების უკრაინაში გადაცემის შესახებ შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დაამტკიცოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რადგან ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW

👉 ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე - ოლაფ შოლცი

👉 ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW