მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს ბუფერული ზონების შესაქმნელად, უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს - სერგეი ნაევი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევი

რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერგეი ნაევმა განაცხადა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგე გააგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავების მიზნით და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი ხაზების მშენებლობას და მობილიზებულების გადასროლას.

„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არ წყვეტს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას. ოკუპანტი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ცალკეულ მიმართულებებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით. აგრესორს სურს ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება ბუფერული ზონების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „უსაფრთხოება“, რომელიც უკვე „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის“, - აღნიშნა ნაევმა.

ამასთან ნაევი ამბობს, რომ  უკრაინელი დამცველები, შეაკავებენ ოკუპანტების შემდგომ წინსვლას და მათ ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას მაქსიმალურ ზიანს მიაყენებენ.

„გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები განავითარებენ თავიანთ საბრძოლო პოტენციალს კონტრშეტევისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, - დასძინა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსების „დიდი შეტევა“  კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრეშევა დაიწყოს - ISW

🔴 რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ - ჯონ კირბი

🔴 „ვაგნერელები“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩინეთის 9 მოქალაქის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი - AP

🔴 ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 უკრაინასთან კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა