მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში 4 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ უმეტესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

4 ათასი ადამიანი დააკავეს ყაზახეთში

ყაზახეთში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების და შეტაკებების 4000-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ theins.ru იუწყება. 

ყაზახეთის შს ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რადგანაც მათ ტერორიზმში ადანაშაულებენ. ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმატიშია დაკავებული. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, კონტრტერორისტული ოპერაცია „ბოევიკების“ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება“. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

🔴  რუსეთმა ყაზახეთში სამხედროები კიდევ 12 თვითმფრინავით გაგზავნა

🔴  მედია: ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა

🔴  ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა