მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში მიმდინარე არეულობისას 22 წლის ლევან კოგეაშვილი დაიღუპა

არეულობა ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე არეულობის დროს 22 წლის ისრაელის მოქალაქე ლევან კოგეაშვილი დაიღუპა, - ამის შესახებ times of Israel იუწყება. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლევან კოგეაშვილი ყაზახეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა კოგეაშვილის მშობლებს, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან და ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის ისრაელში გადასვენებას ცდილობენ. 

კოგეაშვილის ოჯახის თქმით, ის სამსახურში მანქანით მიდიოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო 2 იანვარს დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ყაზახეთში 4 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ უმეტესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

🔴  „ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, ჩაკეტილები ვზივართ სახლში“ - ყაზახეთში მყოფი ქართველი

🔴  ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს