მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი აშშ-ს დახმარებისთვის მიმართავს

სააკაშვილის წერილი აშშ-ს

გლდანის ციხეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ხელისუფლებას მიმართა და მას დახმარება სთხოვა. სააკაშვილმა მიმართვა საკუთარი ადვოკატების დახმარებით გაავრცელა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

„იმ შემთხვევაში, თუ აშშ მე არ დამეხმარება, ეს რეგიონის პროდასავლელი ლიდერებისა და მოსახლეობისთვის საშინელი სიგნალი იქნება“ - წერს სააკაშვილი ადვოკატების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სააკაშვილი ასევე წერს, რომ ციხეში მასზე ფიზიკურად იძალადეს და მიწაზე ხოხვით ათრიეს. ასევე ციხეში მყოფი პატიმრები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. „ხელისუფლება უარს ამბობს სამოქალაქო კლინიკაში ჩემს გადაყვანაზე, არ მაძლევს ტელეფონით სარგებლობის საშუალებას და არ მასწრებს საკუთარ სასამართლოზე“ - წერს მიმართვაში მესამე პრეზიდენტი .

სააკაშვილი წერს, რომ ის საქართველოში ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა, რადგანაც ხედავდა, რომ „საქართველოში რუსული თამაში მიდის და ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

აშშ სააკაშვილის საკითხზე დუმს, რადგანაც შიშობს, რომ თბილისი პრორუსულ პოზიციას დაიკავებს - Washington Examiner

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება