მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვითარება სტაბილიზებულია, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“ - ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი

არეულობა ყაზახეთში

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ვითარება სტაბილიზებულია და კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომიტეტის ცნობით, „ტერორისტული“ საფრთხის ცენტრები განეიტრალებულია და ამ დროისთვის მებრძოლებისა და არეულობის მონაწილეთა შესაძლო თავშესაფრების გაწმენდა მიმდინარეობს.

„2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ყაზახეთის რესპუბლიკაში ვითარება სტაბილიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. ტერორიზმთან ბრძოლის რესპუბლიკური და რეგიონული ოპერატიული შტაბის მიერ განეიტრალებულია ტერორისტული საფრთხის ცენტრები.

გათავისუფლებულია ყველა ადმინისტრაციული ობიექტი, რომელიც ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში ქალაქ ალმათიში, კიზილორდაში, ტალდიკორგანსა და ტარაზში. უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი ადგილების უსაფრთხოება“, - ნათქვამია ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო 2 იანვარს დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

7 იანვარს კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებებს 164 ადამიანი ემსხვერლა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ყაზახეთში 4 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ უმეტესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

🔴  „ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, ჩაკეტილები ვზივართ სახლში“ - ყაზახეთში მყოფი ქართველი

🔴  ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს