მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზვავის ჩამოწოლის შედეგად 10 მთასვლელი დაიღუპა, 11 ეძებენ - შემთხვევა ინდოეთში

ზვავის ჩამოწოლა ინდოეთში

ჩრდილოეთ ინდოეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა, 11 კი დაკარგულად მიიჩნევენ და მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

„მთამსვლელთა 29-კაციან ჯგუფი ინდოეთში, განგორტის ქედზე მთის მწვერვალზე იმყოფებოდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა“, - აღნიშნა ადგილობრივმა სამართალდამცველმა აშოკ კუმარმა.

მისივე თქმით, მაშველებმა 8 გადარჩენილი თოვლიდან ამოიყვანეს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

„პირველად მოხდა ინდოეთის მთამსვლელობის ისტორიაში, რომ მომზადებული მთამსვლელების ასეთი დიდი ჯგუფი ასეთ ვითარებაში მოჰყვა“, - თქვა მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ამიტ ჩოუდჰარიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ოთხეულს დაემატა და გახდა ცხრა... როგორც ქუჩურად იტყვიან, ხალხი გააფუჭეს - რომან გოცირიძე

🔴 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

🔴 ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

🔴 რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება