მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ბრიყვულია“ - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ბრიყვულს უწოდებს და ამბობს, რომ მას მხარს არ დაუჭერს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იქ სადაც თავისუფალია სასამართლო, ოლიგარქიული მმართველობა არ იქნება.

„დეოლიგარქიზაციის კანონს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, იმიტომ რომ თვითონ უკრაინულ კანონიც ხარვეზიანი და ბრიყვულია. პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო წყვეტს ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. ჩვენთან ამ კანონის გადმოტანა ორმაგად ბრიყვულია. იქ სადაც - თავისუფალია პროკურატურა, თავისუფალია სასამართლო, ვერანაირი ოლიგარქიული მმართველობა ვერ იხარებს და ვერ გაიხარეს. ეს არის ამაო ძალისხმევა“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია“ - ალეკო ელისაშვილი

✔️ ოლივერ ვარჰეი ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად ჩამოვიდა - შალვა ნათელაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

✔️ „პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის“ - იაგო ხვიჩა

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე