მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია“ - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი

„ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია“, - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მას არ ესმის თუ რატომ ლანძღავენ ოპოზიციონერები ინტეგრაციაზე პასუხისმგებელ ევროპელ კომისარს. 

„ჩემი ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია. რით განსხვავდება ბატონი ვარჰეის კრიტიკა იმისაგან, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიმართ. როცა დადგება „ოცნება“ და ევროპარლამენტარებს ლანძღავს, ის თუ მიუღებელია, ეს არ არის მიუღებელი?!

ვლანძღავთ იმ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია, მიიღებს თუ არა საქართველო სტატუსს. ეს არის ინტეგრაციაზე პასუხისმგებელი ევროპელი კომისარი, რატო ვლანძღავთ ამ ადამიანს? ეს ადამიანი გეუბნება საჯაროდ, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნის მიღწევაში, რომ გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი, დაგეხმარებით“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ოლივერ ვარჰეი ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად ჩამოვიდა - შალვა ნათელაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

✔️ „პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის“ - იაგო ხვიჩა

✔️ ვაი, „ქართულ ოცნებას“, წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით! - გუბაზ სანიკიძე

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე