მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე რომ ასეთ პაციენტს ვმართავდე, მრავალპროფილურ კლინიკაში გადავიყვანდი“ - დავით სერგეენკო სააკაშვილზე

დავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გაკეთებული კომენტარის თანახმად, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. 

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან გამართული კონსულტაციის შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. 

„ჯანდაცვის მინისტრთან იმ საკითხზე არ გვქონია საუბარი, ემხრობა თუ არა იგი სააკაშვილის გადაყვანას. არამედ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მოქმედების ის ტაქტიკა, რომელიც გუშინ საღამოს გვქონდა არჩეული, სწორია. 

ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს ამ კონსულტაციების შეჯამება და მის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება. 

გორის ჰოსპიტალი სამედიცინო მოვლის კუთხით შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, კონკრეტული აპარატი - ელექტრო მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის არქონა, გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან. 

მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი