მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე - ბადრი ჯაფარიძე „ვივამედის“ განცხადებაზე

ლელოს ლიდერი

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ტვ „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს იმ მედიკოსებს, რომლებიც განცხადების უკან დგანან“. 

ჯაფარიძის თქმით, ახლა როგორც ჩანს, ივანიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

„პირველი შთაბეჭდილება - „ვივამედი“ ხედავს, რომ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება და პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე. ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდად წარმოაჩენს იმ მედიკოსებს, ვინც ამ განცხადების უკან დგანან. 

მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა „ვივამედის“ განცხადებით. ვფიქრობ, ეს არის ცალსახა ჰუმანიტარული სახის პრობლემა, როდესაც ადამიანის მდგომარეობა უარესდება. საქართველოში „ქართული ოცნების“ მაგივრად, ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩრდილოვანი მმართველი. 

ახლა როგორც ჩანს, ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ამ ადამიანის {სააკაშვილი} მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი რისკია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა შესაძლებელია, გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც შექმნიდა ფანჯარას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ საუბარია ჰუმანიტარულ საკითხზე და ჩვენ ამ კუთხით უნდა შევხედოთ საკითხს. 

ადამიანის მდგომარეობა ყოველ დღიურად უარესდება, კლინიკა, სადაც ის მკურნალობას გადის ამბობს, „ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით სააკაშვილის მდგომარეობაზე“ და ეს ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.  ვინც დააგვიანებს, ის პასუხისმგებლობას იღებს ყველა უმძიმეს შესაძლო შედეგზე“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, „ვივამედის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კლინიკა  იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას

👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა

👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“