მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ჩემი იმედი უნდა გქონდეს - იოსელიანი ნიკა გვარამიას

პოლიტიკოსი

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი და ომბუდსმენობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს. 

მისი თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი.

„ნიკა გვარამია გამარჯობა, ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი, ასევე, საჯაროდ გავცე.

მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.

რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი.

და ბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან“, - წერს ლევან იოსელიანი. 

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პირველ მარტს  სახალხო დამცველობის კანდიდატს, პარტია „მოქალაქეების“ წევრს ლევან იოსელიანს კითხვით მიმართა, იყო თუ არა პოლიტპატიმარი?.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შანსი აქვს და სპეციალურად იღებენ ამ კანონს, ცდილობენ ეს პროცესი ააფეთქონ“ - გახარია

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება - Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე

🔹 დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის - დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონზე

🔹 ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს - რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონზე