მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი და დაასრულეთ ეს ემოციების ომი“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

კულუმბეგოვი ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს. 

„ვინ არიან ის ადამიანები ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ? როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე

მოვიქცეთ ისე როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი!!!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი