მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იჯდება იმდენი ხანი, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს!“ - გიორგი რურუა მიხეილ სააკაშვილზე

გიორგი რურუა და მიხეილ სააკაშვილი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12 ციხეში გადაყვანას სოციალური ქსელით ეხმაურება.

იგი მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ სამედიცინო კონსილიუმის წევრები შეუშვან. 

გიორგი რურუა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დაბრუნდა. 

„საქართველოს მთავრობა, შეუშვით მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი სამედიცინო კომისია. დაუშვებელია ადამიანის გადაყვანა კლინიკიდან უკან ციხეში, თუ ის ბოლომდე არ არის განკურნებული. მარტივი და გასაგებია.

ის იმიტომ ჩამოვიდა რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და იჯდება იმდენი ხანი,სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს!“, - წერს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე:

🔴 „პატიმარს რომ ციხეში გადაიყვანენ, ამაში რა არის განსაკუთრებული?“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“ - თეა წულუკიანი

🔴 „თუ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს, არა უშავს, ექიმები მიხედავენ“ - ირაკლი ზარქუა

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

🔴 „მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე

🔴 „მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე