მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დროულად შეადგინოს - Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ბაიდენის ადმინისტრაცია ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის შედგენა დაასრულოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. 

სანქციების ამოქმედება იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება. 

სანქციების პაკეტების გამზადების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება საუბრებს, რომელიც შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას შორის შედგა.

ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ ზომების მიღების ზედმეტად ნაჩქარევად გადაწყვეტამ კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს.

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს მიაჩნია, რომ პაკეტი დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს, რათა რუსეთის შეკავება დროულად მოხდეს, თუმცა გაურკვეველია, რამდენად იმოქმედებს ეკონომიკური სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც უკრაინაში შეჭრა სურს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვმა კიევი მტრული რიტორიკის ქარცეცხლში გაახვია, რის გამოც დასავლეთი რუსეთს სანქციებით ემუქრება. 

გარდა ამისა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს და ნატოს დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

🔴 „რუსეთის განცხადება მიუღებელია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება“ - დავით ზალკალიანი

🔴 „ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, რომ ეს პუტინს არ სურს“ - დმიტრო კულება

🔴 „ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დონბასში, ეს გენოციდს ჰგავს“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 „უკრაინის კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციას არ აპირებს

🔴 ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე გამოჩნდა