მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტრესი მოზარდის ტვინს აბერებს - სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა

კოვიდპანდემია და სტრესი

COVID 19-ის პანდემიამ არა მხოლოდ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, არამედ ფიზიკურადაც დააბერა მათი ტვინი“, - ამის შესახებ აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის ჯგუფის ახალ კვლევაშია ნათქვამი. 

👉 მსოფლიოში სპერმატოზოიდების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს - კვლევა

აღნიშნული კვლევის თანახმად, პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

„პანდემიასთან დაკავშირებულმა სტრესმა არა მხოლოდ იმოქმედა მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მათ ფიზიკურად შეცვალეს მათი ტვინი“, - ნათქვამია კვლევაში. 

მკვლევრებმა პანდემიამდე გადაღებული 81 მოზარდის MRI შეადარეს 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე 82 მოზარდის MRI კვლევას და მათ შორის დიდი განსხვავებები აღმოჩნდა. 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდში გამოკვლეულ მოზარდებს მძიმე შინაგანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ფაქტობრივად, მათი ტვინი ნაადრევად დაბერდა.

„ჩაკეტვის შემდეგ ბავშვებს ჰქონდათ დეპრესიის, შფოთვის და სევდის უფრო მაღალი მაჩვენებლები”, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა. 

მკვლევრების აზრით, ამ დრომდე, „ტვინის ასაკში“ ასეთი დაჩქარებული ცვლილებები ვლინდებოდა მხოლოდ ბავშვებში, რომლებმაც ძალადობა გადაიტანეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 სირიელმა მეამბოხეებმა არ იცოდნენ რომ მოკლული ერაყელი „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო - AP NEWS

🔴  „ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს

🔴 მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე